პერუში პატიმრები კორონავირუსის გამო აჯანყდნენ – 9 პატიმარი დაიღუპა, 60-ზე მეტი დაშავდა

პერუს დედაქალაქ ლიმას ერთ-ერთ ციხეში, სადაც კორონავირუსს უკვე ორი პატიმარი ემსხვერპლა, აჯანყება მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ციხის ამბოხის შედეგად დაიღუპა ცხრა პატიმარი, 67 დაშავდა, მათ შორის 60 ბადრაგია, ხუთი პოლიციელი და ორი პატიმარი.
მედიის ინფორმაციით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ხელისუფლებან ამნისტიის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა გადაწყვიტა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას შეეხება. პატიმრები, რომლებიც კანონის გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, საკნებში ლეიბებს წვავდნენ და ბადრაგებს მძიმე ნივთებს ესროდნენ.

ციხის ხელმძღვანელობამ საკუთარი ძალებით ამბოხის ჩახშობა ვერ შეძლო და დამატებით სხვადასხვა ძალოვანი უწყების 200-მდე თანამშრომელი იქნა გამოძახებული.

ბოლო მონაცემით, პერუში კორონავირუსი 28 699 ათას ადამიანს აქვს დადასტურებული, 782 ლეტალური შემთხვევაა.
ქვეყანაში 10 მაისამდე ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები