საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ჩაკეტილი 31 მაისამდე დარჩება
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლასა და გასვლაზე აკრძალვა 31 მაისამდე გახანგრძლივდა.
ამის შესახებ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
განცხადებაში აღინიშნება, რომ მსოფლიოში პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების ანალიზი მოხდა.
ქვეყანაში მოხვედრა არც საჰაერო და არც სახმელეთო გზით იქნება შესაძლებელი, გამონაკლის კვლავ წარმოადგენენ ტვირთის გადაზიდვა და ჩარტერული ავიარეისები.