რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 100 ათასს აღწევს

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 5 841 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, 99 399 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

გამოვლენილი ახალი შემთხვევების 45%-ში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

ერთ დღეში ვირუსს 108 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, 972 ლეტალური შემთხვევაა.

კლინიკებიდან 1830 პირი გაწერეს, სულ 10 286 გამოჯანმრთელებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები