“ჩემი თხოვნაა, კენჭისყრამდე ჩემს უკრაინელ კოლეგებს აჩვენონ ის კადრები, თუ როგორ გამოვიყურებოდი თავდასხმის შედეგად, სასიკვდილოდ მიყენებული ტრავმებით”
“ჩემი თხოვნაა, კენჭისყრამდე ჩემს უკრაინელ კოლეგებს აჩვენონ ის კადრები, თუ როგორ გამოვიყურებოდი თავდასხმის შედეგად, სასიკვდილოდ მიყენებული ტრავმებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ვალერი გელაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია 112-ის პოლიტიკურ თოქ-შოუ “პულსის” ეთერში განაცხადა.
“უკრაინის ბოლო არჩევნებზე მისმა პარტიამ 0,4% მიიღო. ნუთუ შეიძლება, ადამიანი, რომელმაც ხმების 0,4 პროცენტი მიიღო, უკრაინის ვიცეპრემიერად დაინიშნოს?! რა თქმა უნდა, ეს უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი სურვილია, სააკაშვილი ქართველ სამართალდამცავ სტრუქტურებს გადმოეცეს, რათა მართლმსაჯულება აღსრულდეს, გაასამართლონ და მიუსაჯონ “დამსახურებების” შესაბამისად“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა უკრაინელ კოლეგებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით წერილითაც მიმართა, სადაც აღნიშნავდა, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ უნდა იცოდნენ, ვის უყრიან კენჭს საკუთარი სამშობლოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე.