სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 ათასს აღწევს
სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 65-ით გაიზარდა, ჯამურად კი 1932-სს მიაღწია, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.
გასულ დღე-ღამეში ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ქვეყანაში ვირუსს 30 პაციენტი ემსხვერპლა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს – კლინიკებიდან 900 ადამიანია გაწერილი.
აღინიშნება, რომ სულ ქვეყანაში 20 189 ტესტია გაკეთებული.