აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში, 29 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსით 1 012 583 ადამიანია ინფიცირებული.

ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემშია ნათქვამი, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე, ონლაინრეჟიმშია ხელმისაწვდომი.

ქვეყანაში ვირუსს უკვე 56 749 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, COVID-19-ის დამარცხება 115 936 პირმა შეძლო.

როგორც ერთი დღით ადრე ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, მალე ქვეყანაში დღეში ტესტირებას 5 მილიონამდე ადამიანი გაივლის მაშინ, როდესაც აქამდე დღეში მხოლოდ 120 ათასზე მეტი პირი მოწმდებოდა.

პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში ტესტირება სულ 5,6 მილიონ ადამიანს გაუკეთდა.

შეერთებული შტატები ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები