სოფელ ჭალის მკვიდრმა, ნუგზარ ჭაღალიძემ თანასოფლელებს პირველადი მოხმარების პროდუქტი გადასცა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარის მთავრობისა და კერძო სექტორის ჩართულობით, შუახევის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო კამპანია გრძელდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მორიგ საქველმოქმედო კამპანიაში სოფელ ჭალის მკვიდრი – ნუგზარ ჭაღალიძე ჩაერთო, რომელმაც მუნიციპალიტეტს თანასოფლელებისთვის 92 ოჯახზე პირველადი მოხმარების პროდუქტი გადასცა.

“ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ დაავადებასთან გამკლავება თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მორიგ საქველმოქმედო კამპანიაში სოფელ ჭალის მკვიდრი, ნუგზარ ჭაღალიძე ჩაერთო, რომელმაც მუნიციპალიტეტს თანასოფლელებისთვის  92 ოჯახზე პირველადი მოხმარების პროდუქტი გადასცა. სასურსათო კალათები ადგილობრივებს დღეს შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ ნუგზარ ჭაღალიძესთან ერთად გადასცა. მადლობა თანადგომისთვის ყველა მოქალაქეს, ვინ ჩართულია სახელმწიფოსთან ერთად კორონავირუსის ბრძოლის საქმეში და იჩენს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები