ხულოში სხვადასხვა რისკჯგუფში შემავალ 100 ოჯახს სასურსათო კალათი გადაეცა
ხულოში აჭარის მთავრობის მიერ მომზადებულ სასურსათო კალათა დამატებით სხვადასხვა რისკჯგუფში შემავალ 100 ოჯახს გადაეცა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კერძო სექტორის ჩართულობით, ხულოს მუნიციპალიტეტში პირველადი მოხმარების პროდუქტები 2 500-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. ვაშლოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში სასურსათო პროდუქტები მერის პირველმა მოადგილემ – ნადიმ ვასაძემ, საკრებულოს წევრმა – იური აბულაძემ და მერის წარმომადგენელმა 0-ლადო აბულაძემ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს გადასცეს.
“ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე – 551 00 52 72″, – აღნიშნულია ინფორმაციაში.