ჩხოროწყუში სასურსათო პროდუქტის დარიგება გრძელდება
შეჭირვებულ ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა ხანდაზმულებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა – დათო გოგუამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა – ჯუმბერ იზორიამ,წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა – გოგა გულორდავამ სასურსათო კალათა სახლში მიუტანეს და მათ საჭიროებებს გაეცნენ.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან აცნობე.
მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძო სექტორთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს უკვე დაეხმარნენ.
“სასურსათო პროდუქტის გაცემა მოსახლეობისთვის გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ადგილობრივი ცხელი ხაზის ნომერზე, ან მოგვწერონ ელექტრონულ მეილზე და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ასევე დაუკავშირდნენ მერის წარმომადგენლებსა და სოფლის დეპუტატებს ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.