დედამიწას სახიფათო ასტეროიდი უახლოვდება
დედამიწას ასტეროიდი 1998 OR2 უახლოვდება, რომლის დიამეტრია 1,5 კილომეტრი, – იტყობინება BBC.
NASA-ში აცხადებენ, რომ 1998 წელს აღმოჩენილი ასტეროიდი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ის დედამიწის ორბიტას პერიოდულად უახლოვდება.
უწყების ინფორმაციით, ასტეროიდი დედამიწას 29 აპრილს მიუახლოვდება, მაგრამ მას უსაფრთხო მანძილით – დაახლოებით, 6,5 მლნ კმ.-ით ჩაუფრენს.
პუერტო რიკოში მდებარე არესიბოს ობსერვატორიის ასტრონომებმა ციური სხეულის დაფიქსირება შეძლეს და ხუმრობით ამბობენ, რომ ასტეროიდმა პანდემიის საფრთხე გაითვალისწინა და დამცავი ნიღაბი გაიკეთა.