შუახევში 110 შეჭირვებულ ოჯახს სასურსათე პაკეტები გადაეცა

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქველმოქმედო აქციას, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები სოფელ ჯაბნიძეების მკვიდრი რამინ აბუსელიძე შეუერთდა და მერიას, თანასოფლელებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პურის ფქვილი და სასურსათო კალათა დღეს ადგილობრივებს, შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ ქველმოქმედის ძმასთან, რომან აბუსელიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაურიგა.

“განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეს რამინ აბუსელიძეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოჩენილი ყურადღებისთვის და სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელმაც 110 ოჯახისთვის საჩუქრად გადმოგვცა პირველადი მოხმარების პროდუქტები.სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სექტორის დახმარებით საქველმოქმედო კამპანია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იქნება. მჯერა, მაღალი საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობით ერთად შევძლებთ კორონავირუსის დამარცხებას”, – აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები