სოფელ ქვახვრელში მანქანა მდინარეში გადავარდა – არის მსხვერპლი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 42 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც “რეგიონული კვირასთვის” გახდა ცნობილი, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შუახნის მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა. მამაკაცი მანქანაში მარტო იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7-ე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები