აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა – ინფიცირებულს მოგზაურობის ისტორია აქვს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა. ახალგაზრდა ქალს მოგზაურობის ისტორია აქვს.
აჭარის “ცხელების ცენტრში” კორონავირუსზე 29 პირის ანალიზის პასუხს დღის ბოლომდე ელოდებიან.
რეგიონში კორონავირუსისგან 2 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, რომლებიც კლინიკიდან დღეს გაეწერნენ.
ამ დროისთვის, ბათუმი ,,მედალფას“ კლინიკაში კორონავირუსზე 37 პირი მკურნალობს, აქედან 35 ე.წ. ქობულეთის კლასტერიდანაა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა – 132 და გარდაიცვალა 5 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 5206 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას კი 571 პირი გადის

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები