სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 32-ვე ანალიზის პასუხი უარყოფითია
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 32-ვე ანალიზის პასუხი უარყოფითია. მათგან 16 ნიმუში ფოთის საავადმყოფოს მედპერსონალისაა, ხოლო სამი რუხის საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტის. კორონავირუსიარცერთ მათგანს დაუდაატურდა.
რაც შეეხება, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეს, ამ დროითვის – 87 პირია მოთავსებული, გარდა ამისა ფოთის ტირ პარკში საერთაშორისო გადამზიდი კომპანიების 8 მძღოლი იმყოფება.
რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 191 – პირი რჩება თვითიზოლაციაში, ხოლო ვადის გასვლის გამო მეთვალყურეობა – 853 მოქალაქეს მოეხსნა.
ამასთან, 25 აპრილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის 6 პირი დაჯარიმდა.