კახეთში კორონავირუსზე 36 ანალიზის პასუხი უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 36 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19 -ზე უარყოფითია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა,ნიმუშები როგორც ცხელების ცენტრებიდან,ისე საკარანტინე სივრცეებიდან აიღეს.

“გუშინ 36 ნიმუში გავაგზავნეთ და ყველას ტესტირების შედეგი კოვიდ 19-ზე აურყოფითი აღმოჩნდა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

დღეის მონაცემებით, რეგიონში 10 საკარანტინე ლოკაციაზე 582 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 12 პირი რჩება.

კახეთში კოვიდ 19-ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება და ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია.

საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 132 და გარდაიცვალა 5 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 5206 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას კი 571 პირი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები