არჩილ ჯაფარიძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობამ საკარმიდამო თუ სასოფლო- სამეურნეო სავარგულები აგროვადების დაცვით დაამუშაოს

საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების მიუხედავად რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მხარის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობამ საკარმიდამო თუ სასოფლო- სამეურნეო სავარგულები აგროვადების დაცვით დაამუშაოს და ტექნიკაზეც შეუფერხებლად ჰქონდეთ წვდომა.

აგრეთვე, შუფერხებლად შეუძლიათ პესტიციდებისა და სხვა შესაწამლი საშუალებების შეძენა.

შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესი რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოების წესების დაცვით ხორციელდება.

სამუშაოებს მხარის რწმუნებული ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე გაეცნო და მევენახეებს გაესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები