სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას აკაკი ხასია უხელმძღვანელებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას აკაკი ხასია უხელმძღვანელებს. იგი შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე მერაბ წურწუმია შეცვალა.
აკაკი ხასია ამ დრომდე, რეგიონის მთავარი სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი იყო.
ხასია ძალოვან უწყებაში სხვადასხვა პოზიციებზე, წლების განმავლობაში მუშაობდა.
ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა მერაბ წურწუმიამ თანამდებობა 22 აპრილს, საკუთარი სურვილით დატოვა.