თენგიზ ცერცვაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა

ამ წუთებში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე იმყოფება. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, იმუნოლოგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოწყობილ ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ კოვიდ 19-ით ინფიცირებული და საკარანტინე ზონაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში არსებული ვითარების შესახებ თენგიზ ცერცვაძე შეხვედრის დასრულების შემდგეგ მედიასთან  ვრცელ კომენტარს გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები