მარნეულიდან 8 სატვირთო პროდუქტს სარეალიზაციოდ მთელი საქართველოს მასშტაბით გაიტანს

მარნეულის მუნიციპალიტეტში კვლავ ხალხმრავლობაა. სოფელ აღმამედლოს ცენტრში ადგილობრივების აღრიცხვა მიმდინარეობს, რათა მათ საკუთარი პროდუქციის ჩაბარება შეძლონ.

ამ დროისთვის, აღმადლოელები სავაჭრო ქსელ “ჯიბე”-ს წარმომადგენლებს ელოდებიან, რათა საკუთარი პროდუქცია ჩააბარონ.

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განმარტებით, მოსახლეობის დახმარების საკითხში სოფლის მეურნეობის სამინისტროა ჩართული.

„მოსახლეობას მოსავლის გატანაზე აქტიურად ვეხმარებით, დღეს სოფლებში მინიმუმ 8 ათტონიანი მანქანა შევა, რათა პროდუქციის გატანა მოხდეს. ამ ყველაფერში, რომ მოსახლეობის პროდუქცია რეალიზაციაში გავიდეს, მაქსიმალურად ვართ ჩართულები. ეს პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება, სოფლის მეურნეობის სამინისტროც აქტიურადაა ჩართული“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

​ცნობისთვის, გუშინ მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ გადაკეტა. ისინი საგანგებო რეჟიმის გამო ამოქმედებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და “მიშა, მიშა”-ს სკანდირებდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, პროცესი პოლიტიკურად მართული იყო.

რაც შეეხება მათ კიდევ ერთ მოთხოვნას, რომ მერია პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებოდა – ეს დღეიდან დაკმაყოფილდება და მოსახლეობის მოყვანილი პროდუქტის გატანა მუნიციპალიტეტიდან ეტაპობრივად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები