ბორჯომის “ცხელების ცენტრში” ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბორჯომის ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალგაზრდა კაცი  ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან მაღალი ტემპერატურით 21 აპრილს ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.

ინფიცირებული ბორჯომის მუნიციპალიტეტში არ ცხოვრობს და არც კონტაქტები აქვს. ახალგაზრდა კაცს, სავარაუდოდ, რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

“30 წლამდე კაცი დღეს გადაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, მას კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა. ანალიზის პასუხები დღეს მოვიდა”, – ამბობს სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ირაკლი დიასამიძე.

ამ დროისთვის, ცხელების ცენტრში 1 პაციენტი იმყოფება.

ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 16 აპრილს დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პანდემიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 420 დადასტურებული შეთხვევაა, მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5223 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 584 პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები