ცაგერში, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სასურსათო ჩანთები და კალენდრები დარიგდა

“სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ GOVID-19 -ის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. კამპანიის სამოქმედო არეალში, ქვეყნის მასშტაბით, 647 ლოკაციაა შერჩეული, სადაც 22.500 ცალი სურსათის ბრენდირებული ჩანთა დარიგდება, რომელზეც ახალი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული. მოსახლეობისთვის ჩანთების გადაცემა სოფლებსა და ქალაქებში მოქმედი სასურსათო მარკეტების მეშვეობით, უსასყიდლოდ ხდება.

აღნიშნულ კამპანიაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი ფონდი „აფხაზინტერკონტი“ აქტიურად ჩაება და ფონდის წარმომადგენელმა ცაგერის მუნიციპალიტეტის  მერიასა და სასურსათო მარკეტებში ჩანთები და კალენდრები დაარიგა.

როგორც “აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენელი, ბესო მურუსიძე “რეგიონულ კვირასთან“ აცხადებს, ამ კამპანიაში მთიანი რეგიონების ჩაბმა და აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია.

“დღეს ჩვენ ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩამოვიტანეთ სასურსათო ჩანთები და კალენდრები, რომლებიც სუპერმარკეტებს გადაეცემა, რათა მყიდველს გადასცენ. ასევე, მერიაში დავტოვეთ გარკვეული რაოდენობა, რომელიც მოსახლეობაში გასავრცელებლად სოფლის მაღაზიებს დაურიგდება“, – განაცხადა ფონდის წარმომადგენელმა.

აღნიშნულ პროექტს ევროკავშირი (EU) აფინანსებს, თანადამფინანსებელი კი კონრად ადენაუერის ფონდია(KAS).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები