მულახში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ძებნილი სამართალდამცველებს ჩაბარდა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ძებნილი სამართალდამცველებს ჩაბარდა. საქმეს სამეგერელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. პოლიცია მას 2 დღის განმავლობასი ეძებდა.
მკვლელობა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში 20 აპრილს მოხდა. არსებული ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა საკუთარ თანამშრომელს, რომელიც მიყენებული ჭრილობისგან ადგილზე გარდაიცვალა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.