მარნეულში 3 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულის “ჯეოჰოსპიტალში” ლუგარის ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს, კორონავირუსზე ყველა მათგანი უარყოფითია, – ამის შესახებ ” რეგიონულ კვირას” კლინიკის დირექტორმა, ტატა შენგელაიამ განუცხადა.
“მარნეულის “ჯეოჰოსპიტალის” გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 3 პაციენტის საკვლევი მასალა გაიგზავნა. დღეს, დილით მივიღეთ პასუხები და ყველა მათგანი უარყოფითია. გუშინდელი აქცია, იმედია, სავალალო შედეგამდე არ მიგვიყვანს. ჩვენს ჰოსპიტალს აქვს საშუალება, მიიღოს 22 პაციენტი და ყველა მათგანი იზოლირებულად იყოს ერთმანეთისგან”, – განაცხადა ტატა შენგელაიამ.

ცნობისთვიის, ამ დროისთვის, ქვემო ქართლში კორონავირუსით 75 ადამიანია დაინფიცირებული.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 420 დადასტურებული შეთხვევაა, მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5223 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 584 პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები