ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში 267 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა

ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში 267 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა, პასუხები ხვალ დილით იქნება ცნობილი, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიაში განუცხადეს.
“გუშინ და დღეს ბოლნისის კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში 267 ადამიანის საკვლევი მასალა გავგზავნეთ, მათი პასუხები, სავარაუდოდ ეტაპობრივად გახდება ცნობილი, ნაწილი ხვალ დილით გახდება ცნობილი”,- განაცხადეს ბოლნისის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, ქვემო ქართლში კორონავირუსით ჯამურად, 75 ადამიანია დაინფიცირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები