ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში Covid19- ის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი გადაიყვანეს
ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში შუახნის მამაკაცი კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მამაკაცი ე.წ. თერჯოლის კლასტერს მიეკუთვნება და უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს წარმოადგენს. პაციენტი კლინიკაში თვითიზოლაციიდან გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში covid19-ის დიაგნოზით მკურნალობას 24 პაციენტი გადის, მათგან არც ერთის მდგონარეობა კრიტიკული არ არის.