აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1518-მდე გაიზარდა
აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 1518 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.
კლინიკებიდან 42 პაციენტი გაწერეს, ჯამურად, ვირუსით 907 ადამიანი განიკურნა.
რესპუბლიკაში 20 ლეტალური შემთხვევაა.
სულ ქვეყანაში კორონავირუსზე 108 221 ტესტი გაკეთდა.