“ჯორჯიან ეარვეისი”: ბარსელონა-თბილისის რეისზე ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბარსელონა-თბილისის რეისზე ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება.

მათივე ცნობით, ერთი გზის, ბარსელონა-თბილისის ფასი 199 ევროს შეადგენს.

“დღეს, თბილისის დროით 12.00 საათზე გაიხსნება გაყიდვები ბარსელონას რეისისთვის! დიდი მოთხოვნის გამო, ადგილები კვლავ შეზღუდულია! მგზავრებს, რომელთაც დიდი ხნის წინ ჰქონდათ შეძენილი ბილეთები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (რომელიც, ასევე, შეეცდება დაგიკავშირდეთ, თუ საკონტაქტო დეტალები სწორად გაქვთ მითითებული ჯავშანში). რაც შეეხება ბილეთებს, რომლებიც დღეს უნდა გაიყიდოს: წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი, ასევე, არ ხდება ბილეთების ხელმეორედ რეალიზაცია, სახელის შეცვლა ან ბილეთების დაბრუნება! ერთი გზის, ბარსელონა-თბილისის ფასი: 199 ევრო. შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე: https://www.georgian-airways.com/”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები