უკრაინაში საკარანტინო ზომების გახანგრძლივება იგეგმება

უკრაინაში საკარანტინო ზომების გახანგრძლივება იგეგმება, რადგან დაავადების პიკი ჩავლილი არ არის და ქვეყანაში მას მაისის დასაწყისში ელოდებიან.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, სადაც მთავრობის სხდომა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

“მოსახლეობას ზუსტად უნდა ვუთხრათ, როდის და რა გაიხსნება, როგორია მთავრობის გეგმა. დაავდების პიკი მაისშია მოსალოდნელი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მინისტრთა კაბინეტის უახლოეს სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრო საკარანტინო ზომების 12 მაისამდე გახანგრძლივების წინადადებით წარსდგება.

21 აპრილის მდგომარეობით, უკრაინაში 6 125 ინფიცირებულია, 61 ადამიანია გარდაიცვალა, 367 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები