ლევან რატიანი: მინდა, ვუთხრა ერსა და ბერს, მოკლეენიანებსა და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ ერთად უნდა გადავრჩეთ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახლა ქილიკის დრო არაა, რადგან დგება მომენტი, როცა ერთად უნდა გადავრჩეთ.
რატიანი იმ ქართველი ექიმების კრიტიკას გამოეხმაურა, რომლებიც საზღვარგარეთ საქმიანობენ.

„მინდა, ვუთხრა ყველას, ბატონებსა და ქალბატონებს, ერსა და ბერს, მოკლეენიანებსა და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ ერთად უნდა გადავრჩეთ.
არ არის არავითარ შემთხვევაში ქილიკის დრო, რადგან, სამწუხაროდ, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ორივე მხარზე გვაზის უხილავი მტერი. თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევის, დაირგების და ასე შემდეგ დიდი სურვილი აქვს, აი, ბატონო, კლინიკა, აი, ბატონო, სივრცე – შეუძლიათ, მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია, იმუშაონ.
ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს, სამწუხაროდ, გვეშინია ჩვენც, რადგან ჩვენც შეიძლება, გავხდეთ დაავადებულები. ჩვენც შეიძლება, გავხდეთ კრიტიკულები და ჩვენც დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით.

რაც შეეხება გამოსვლებს ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას, პროტოკოლის შემქნელთან, ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან, „ტვინს მოუხმონ“, თუ რამე კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ“, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები