თბილისში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ნასვამი პირები დააკავეს
თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ორი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს სამართალდამცველებმა სოციალური დისტანცირებისა და საგანგებო მდგომარების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც ისინი საპატრულო ეკიპაჟს დაუპირისპირდნენ და პოლიციამ ორი პირი დააკავა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.