ჩილეში პირებს, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს, შესაბამის ცნობას მისცემენ

ჩილეს ხელისუფლება პირებს, რომლებმაც ახალი ტიპის კორონავირუსის დამარცხება შეძლეს, შესაბამის ცნობას მისცემს.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ხაიმე მანიალიჩმა განაცხადა, ადამიანებს, რომლებმაც ვირუსის დამარცხება შეძლეს, იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული, რომლის შედეგადაც ისინი, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში ვირუსის მატარებლები ვერ იქნებიან.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ჩილეს ხელისუფლების ამგვარ ზომას საკამათოდ მიიჩნევენ, რადგან თვლიან, თუ ადამიანს კოვიდ19-ის წინააღმდეგ ანტისხეულები აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მას აქვს დაავადების იმუნიტეტთან დაკავშირებით 100%-იანი გარანტია.

ჩილეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა, 133 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები