პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის უანგარო დონორის აქცია „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“ გაიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის უანგარო დონაცია საქართველოს გენერალური პროკურატურის მხარდაჭერით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ა(ა)იპ ,,ცენტრალური სისხლის დაწესებულების“ ინიციატივით გაიმართა.

უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობით საქართველოს პროკურატურის 35-ამდე თანამშრომელმა გაიღო სისხლი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა სისხლის უანგარო დონაციის აქციაში აქტიურად იღებს მონაწილეობას, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები