აშშ და ირანი სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო პროექტს უახლოესი 24 საათის განმავლობაში გამოაცხადებენ

„აშშ და ირანი უახლოესი 24 საათის განმავლობაში გამოაცხადებენ სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო პროექტს, რაც მიზნად ისახავს ყველა ფრონტზე მიმდინარე ბრძოლების შეჩერებას“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ თაიმსი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პროექტი უკვე შეთანხმებულია და მისი ოფიციალურად გამოცხადება კვირას, შუადღისთვის არის მოსალოდნელი.

როგორც „ვაშინგტონ თაიმსი“ წერს, მთავარმა მოლაპარაკეებმა, მათ შორის ირანის პარლამენტის სპიკერმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა პროექტი უკვე დაამტკიცეს და საბოლოოდ გასაფორმებლად ორივე ქვეყნის ლიდერებს გადაეგზავნა.

როგორც „ვაშინგტონ თაიმსი“ აღნიშნავს, პროცესი წარმატებით დასრულდება, ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა მუდმივ მშვიდობად გადაიქცევა.

პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დეტალები ჯერ ისევ უცნობია.

გაურკვეველია, როგორ გადაიჭრება ძირითადი უთანხმოებები, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამისა და სანქციების მოხსნის მოთხოვნის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები