რატი იონათამიშვილი: პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ სიძულვილი “ნაცების” ტრადიციაა
“პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ სიძულვილი არის ტრადიცია ნაცების მხრიდან. ისინი ამას წლების განმავლობაში აკეთებენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას.
„ხანდახან ფარისევლურად, თითქოს ხასიათს იცვლიან, მაგრამ მათი ზნე, რა თქმა უნდა, უცვლელი რჩება. ამიტომ სინამდვილეში ეს არის მთლიანად ამ რადიკალური ჯგუფების განცხადება და პოზიცია და არა მხოლოდ გირჩი ჯაფარიძის და ახლა როგორც არ უნდა იმართლონ თავი, 2-3 დღეში ჩვენ ვიხილავთ რომ იმავეს გაიმეორებენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ამერიკის ადმინისტრაცია მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ფოკუსირებული არ არის“.