პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა, 22 შეკვრად დაფასოებული, 12,69 გრ. ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა”, საიდანაც 2 შეკვრა, რუსთავში, სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად და სხვადასხვა ლოკაციიდან ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) და 260 კვარტა მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩადენილი იმის მიერ ვინც ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.