თორნიკე ჭეიშვილი – ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: პოლიტიკური აგონია ხასიათდება ამგვარი ტიპის განცხადებებით

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.

“დღეს, როდესაც ხედავენ, რომ გარკვეული პოზიტიური იმპულსები გაჩნდა ჩვენს ხელისუფლებასა და შეერთებული შტატების ადმინისტრაციას შორის, იძულებულები ხდებიან, რომ გააკეთონ იმგვარი აბსურდული განცხადებები, თითქოს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ყურადღებას არ აქცევს ადამიანის უფლებების დაცვას.

ეს არის აბსურდის მორიგი გამოვლინება მათი მხრიდან და გასაგებია, რადგან პოლიტიკური აგონია ხასიათდება ამგვარი ტიპის განცხადებებით“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ამერიკის ადმინისტრაცია მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ფოკუსირებული არ არის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები