მედვედევმა ფაშინიანის კურსი სომხეთისთვის სახიფათოდ შეაფასა

სომხეთის მოსახლეობა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახიფათო პოლიტიკის შედეგად რუსეთის ბაზარს და მთელ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს დაკარგავს, – ამის შესწხებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

როგორც ის აქამდე აღნიშნავდა, ფაშინიანმა რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის კურსი დააწესა.

„როგორც ჩანს, ის ჩვენ ნაძირლებად გვთვლის. ამასობაში, მან დიდი შეცდომა დაუშვა და ისეთ კურსს მისდევს, რომელიც უკიდურესად საშიშია მისი ქვეყნისთვის.

დაფიქრდით: ამ ძალიან თავისებური ინდივიდის ქმედებების შედეგად, მთელი სომხეთის მოსახლეობა წააგებს, დაკარგავს რუსეთის ბაზარს, მთელ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს და ათწლეულების განმავლობაში დამყარებულ ეკონომიკურ კავშირებს“, – აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთს უკრაინის მსგავსი კურსისკენ უბიძგებს.

„სომხეთის კაბინეტის ხელმძღვანელის რანგში, ფაშინიანმა ვერ დააფასა მოსკოვის მხრიდან ძმური დახმარებისა და მხარდაჭერის მრავალი მაგალითი და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა გადაწყვიტა. განსაკუთრებით საშიშია, რომ დროებითი ლიდერი ნიკოლი აქტიურად უბიძგებს თავის სამშობლოს უკრაინის გზაზე“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები