ბელგრადში ანტისახელისუფლები აქციები მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა
სერბეთში, ბელგრადში ანტისახელისუფლები აქციები მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა პოლიციელებს სხვადასხვა საგანი ესროლეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.
საპასუხოდ ქალაქში სპეცრაზმი გამოიყვანეს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სერბეთში პრეზიდენტ ვუჩიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ განახლებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
საპროტესტო ტალღა სერბეთში 2024 წლის დეკემბრიდან, ქალაქ ნოვი სადში სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ აგორდა, რომლის დროსაც 16 ადამიანი დაიღუპა.