გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილემ თინათინ ზუბაშვილმა და პროკურორმა გიორგი შიოშვილმა გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე – ,,პროფესია პროკურორი” შეხვედრა გამართეს.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროკურორებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ და პროკურორის როლზე მართლმსაჯულების პროცესში.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები