რომის პაპი დღეს “ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ადამიანის დაცვის შესახებ” მიმართვას გამოაქვეყნებს
რომის პაპი ლეო XIV “ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ადამიანის დაცვის საკითხზე” ახალ მიმართვას გამოაქვეყნებს.
ვატიკანის ინფორმაციით, პონტიფიკოსის პირველი მნიშვნელოვანი ენციკლიკა დღეს, 25 მაისს გამოქვეყნდება და მასში მთავარი ყურადღება ადამიანის ღირსების, შრომითი უფლებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენის საკითხებზე გამახვილდება.
მედიის ცნობით, დოკუმენტი ასევე შეეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამხედრო სფეროში და იმ საფრთხეებს, რომლებიც შესაძლოა AI-ის უკონტროლო განვითარებამ გამოიწვიოს.
ეს იქნება პაპ ლეო XIV-ის პირველი ფართომასშტაბიანი პროგრამული დოკუმენტი პაპობის პერიოდში.