ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის აქციაზე: მთელი შინაარსი მიმართულია იმისკენ, რომ პროვოკაცია მოაწყონ

“მთელი შინაარსი მიმართულია იმისკენ, რომ პროვოკაცია მოაწყონ, იქნებ ეს „ბედნიერება“ ხვდეთ წილად, რომ ვიღაცამ ვიღაცა დააკავოს და საზღვარგარეთ სალაპარაკო გავაჩინოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი კანონიერ ფარგლებში იმოქმედებს.

„არავინ უშლის ადამიანებს აქციის ჩატარებას. საუბარია იმაზე, რომ უბრალოდ უნდა გაითვალისწინო ის კონკრეტული მოცემულობა, რომ მთელი ქალაქის ცენტრი დაკავებულია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მზადებით. აქედან გამომდინარე, ახლა მათ თავიანთი აქციის მიმზიდველობა პროვოკაციულ დონეზე რომ გაზარდონ, ამ სცენის გარშემო აქვთ სპეკულაცია ატეხილი. ამ სპეკულაციის იქით მეტი არაფერი დევს. აქციის გამართვა თუ გინდა, შეგიძლია ეს აქცია ისედაც გამართო სპეკულაციების გარეშე.

არავინ უკრძალავს ადამიანებს, მათ შორის, მათ პარტიებს აქციის ჩატარებას. აქ არის კონკრეტული მოცემულობა. მაგალითად, კონსტიტუციური უფლება მაქვს, რომ ავტომობილით გადავადგილდე თავისუფლების მოედანზე, მაგრამ ამ კონსტიტუციურ უფლებას ახლა, კონკრეტული გარემოების გამო, ვერ ვასრულებ. არის ობიექტური მოცემულობა, რის გამოც შენ ამას ვერ გააკეთებ. მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო გეუბნება, რომ ამ ობიექტური მოცემულობის გამო ვერ გააკეთებ ამ კონსტრუქციას. აქცია ისე ჩაატარე, შეკრიბე ხალხი და ისაუბრეთ, რაც გინდათ და ცოტა სხვა ადგილას დადგი ის სცენა, თუ მაინცდამაინც. მთელი შინაარსი მიმართულია იმისკენ, რომ პროვოკაცია მოაწყონ, იქნებ ეს ბედნიერება ხვდეთ წილად, რომ ვიღაცამ ვიღაცა დააკავოს და საზღვარგარეთ სალაპარაკო გავაჩინოთ. კანონი იმოქმედებს კანონიერ ფარგლებში. მეტი არაფერი მოხდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შედგენა
მისწერეთ კვირა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები