“ჯორჯიან ეარვეისი” რომი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” რომი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ ავიარეისზე ბილეთების გაყიდვა, დღეს თბილისის დროით 12.00 საათზე დაიწყება.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ერთი გზის, რომი-თბილისის ფასი – 199 ევროა.
“დღეს, თბილისის დროით 12.00 საათზე, გაიხსნება გაყიდვები რომის რეისისთვის! დიდი მოთხოვნის გამო, ადგილები კვლავ შეზღუდულია! მგზავრებს, რომელთაც დიდი ხნის წინ ჰქონდა შეძენილი ბილეთები, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (რომელიც ასევე შეეცდება დაგიკავშირდეთ, თუ საკონტაქტო დეტალები სწორად გაქვთ მითითებული ჯავშანში). რაც შეეხება ბილეთებს, რომელიც დღეს უნდა გაიყიდოს: წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი, ასევე არ ხდება ბილეთების ხელმეორედ რეალიზაცია, სახელის შეცვლა, ან ბილეთების დაბრუნება! ერთი გზის, რომი-თბილისის ფასი: 199 ევრო. შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე: https://www.georgian-airways.com/”,- ნათქვამია განცხადებაში.