ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკარანტინო ზონა კიდევ 98-მა მოქალაქემ დატოვა

RAKIA Georgia-ს მფლობელობაში არსებული სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში არსებული საკარანტინო სივრცე დღეს 98-მა ადამიანმა დატოვა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოწყობილ საკარანტინო ზონაში მოქალაქეები, 14 დღის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდენ.

მოქალაქეების ტრანსპორტირება თბილისის მერიამ ავტობუსებით უზრუნველყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ი 200 ნომრით საკარანტინო სივრცისთვის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უსასყიდლოდ გადაეცა.

COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს, სადაც 4945 ადამიანი იმყოფება. კარანტინის ვადა სულ 7171 ადამიანს დაუსრულდა.

განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებთან და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.

„ამ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ოპერირებას უწევს 83 საკარანტინო სივრცეს, სადაც 5 ათასამდე ადამიანია განთავსებული. მოქალაქები ასრულებენ 14 დღიან კარანტინს და ისინი ოჯახებს უბრუნდებიან. დღეს სასტუმრო”Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace” 98 ადამიანმა დატოვა, მოქალაქეების ტრანსპორტირება თბილისის მერიამ უზრუნველყო”,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, მედეა ჯანიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები