გარდაბანში ბაგა-ბაღების 3 230 აღსაზრდელს სასურსათო პროდუქტი გადაეცემა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების 3 230 აღსაზრდელს სასურსათო პროდუქტი გადაეცემა.

ოჯახებისთვის პროდუქტის გადაცემის პროცესი დღეს დაიწყო და, ამ დროისათვის, 1 300 აღსაზრდელის ოჯახმა პროდუქტი უკვე მიიღო.

პროცესი გარდაბანსა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სოფელს მოიცავს და ხვალ დასრულდება.

ბაღის აღსაზრდელთა ოჯახებზე პროდუქტის გაცემის პროცესს ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება“ უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები