ე.წ. სამხრეთ ოსეთში საკარანტინო ზომები 26 აპრილამდე გახანგრძლივდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საკარანტინო ზომები 26 აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი დადგენილება დე ფაქტო მთავრობის მიერ იქნა მიღებული.
გარდა ამისა, ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმი 30 აპრილამდე გადატანის განკარგულებაც გასცა.
ე.წ. განათლების მინისტრის, ნატალია გასიევას თქმით, სწავლების დისტანციური მეთოდი ითვალისწინებს არა მხოლოდ ინტერნეტრესურსების გამოყენებას, არამედ განისაზღვრება, როგორც “დისტანციური სწავლა”.
მისივე თქმით, მოსწავლეებს მეოთხე სემესტრში ნიშნებს სწორედ სწავლების ამ ფორმიდან გამომდინარე დაუწერენ.