საპატრიარქო: ეკლესიაში მომსახურე პირებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის

“მანქანების მოძრაობის შეზღუდვა საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ეკლესიაში მომსახურე პირებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე – სააღდგომო მსახურებისთვის.

„გუშინ, 16 აპრილის საღამოს მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ “ვნების პარასკევს”, 12 საათიდან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობასა და, რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე –  სააღდგომო მსახურებისთვის.
სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ“, – აღნიშნულია განცხდებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები