მარინა ეზუგბაია: გვიან ღამით შემოგვემატა ერთი პაციენტი, ის ექვსი წლის ბავშვია

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში გუშინ ერთი პაციენტი დაემატათ, რომელიც ექვსი წლის ბავშვია.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ბავშვი ქობულეთის წყაროდან ერთ-ერთ ოჯახის წევრია.

„ჩვენთან დადასტურებული არის 39 პაციენტი, გუშინ 38 იყო და გვიან ღამით შემოგვემატა ერთი პაციენტი, ისიც ექვსი წლის ბავშვი. ამ ეტაპზე, ჩვენს ცენტრში ექვსი ბავშვია, ექვსი მოზარდი მკურნალობს. მათი მდგომარეობა არ არის რთული. ამ ეტაპზე, სტაბილური სიტუაციაა, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ალბათ, გამოჯანმრთელების მხრივ პრობლემები არ გვექნება. ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ქობულეთის წყაროა. ერთ-ერთი ოჯახის წევრის ბავშვი შემოგვემატა გუშინ ღამე და ის გახდა მეექვსე ბავშვია ქობულეთის წყაროდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები