სპეციალისტები ბაქო-თბილისი- ყარსის მაგისტრალზე ტვირთბრუნვის 50 %-იან ზრდას პროგნოზირებენ
მიმდინარე წლის პირველ 100 დღეში ბაქო-თბილისი- ყარსის სარკინიგზო მაგიტრალით 2 148 კონტეინერი გადაიზიდა. “აზერბაიჯანის რკინიგზის” ხელმძღვანლის, ემილ აჰმედოვის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის ჩაცხრობის შემდეგ, ტვირთების მოცულობა მიმდინარე წელს, დაახლოებით, 50 %-ით გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ბაქო – თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალმა ფუნქციონირება 2017 წლის 30 ოქტმბერს დაიწო. წინასწარი გათვლებით, ახლო პერსპექტივაში მაგისტრალის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს.