კობა კობალაძე: სუს-ის ანგარიში მომავალი საფრთხეების პრევენციაზეა გათვლილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კობა კობალაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიში მომავალი საფრთხეების პრევენციაზეა გათვლილი.

სუს-ის ანგარიში კობალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას შეაფასა.

„მარტო ჩემი შეფასებით არა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებითაც, იმ სახელმწიფოების შეფასებითაც, ვისთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ – ჩვენი უსაფრთოების სამსახურები საკმაოდ მაღალ სტანდარტებს პასუხობენ და მაღალი სტანდარტებით მუშაობენ იმიტომ, რომ, ბევრი დაფარული საინფორმაციო უზრუნველყოფიდან და ქმედებიდან გამომდინარე, ბევრი რეალური საფრთხე ააცილეს არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ –  რეგიონს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ მჭიდრო თანამშრომლობაა.

რაც შეეხება იმას, რომ, ამ პანდემიის საფრთხიდან გამომდინარე, შეიძლება, იყოს უფრო მასობრივი მოძრაობა და ეს კონტროლს უნდა დაექვემდებაროს – რა თქმა უნდა, ესეც ფაქტია.

აქედან გამომდინარე, ანგარიში საკამოდ მოცულობითი, საკმაოდ აზრობრივია და გათვლილია როგორც მომავალი საფრთხეების პრევენციაზე, ასევე – იმ რეალურ მოცემულობაზე, რომელშიც ჩვენ ვართ“, – განაცხადა კობალაძემ „კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები