ლევან ნიკოლეიშვილი: დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკმაოდ პოზიტიური ანგარიში გამოქვეყნდა, დოკუმენტი უდავოდ იმსახურებს სერიოზულ ყურადღებას

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და პოზიტიურად აფასებს.

მისი თქმით, ანგარიშში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება, ინფორმაციის გაცვლის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა.

დღეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკმაოდ პოზიტიური ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები და მის წინააღმდეგ უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობა და ღონისძიებებია გაწერილი. დოკუმენტი უდავოდ იმსახურებს სერიოზულ ყურადღებას, მათ შორის მიზანშეწონილად მიმაჩნია რამდენიმე ფაქტს გავუსვა ხაზი. რა თქმა უნდა, საკითხების ჩამონათვალიდან უპირველეს გამოწვევად რუსული ოკუპაცია და რეგიონებში უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტი და სპეცსამსახურების აქტივობები რჩება, რომლებიც საფრთხის შემცველია, არა მარტო საქართველოს, ასევე რეგიონის და ევროპის უსაფრთხოებისთვის.

ანგარიშში გვერდს ვერ აუვლიდა ისეთ საკითხს, როგორიც „ჰიბრიდული ომის“ მხარდამჭერი ორგანიზაციების, პირების და ჯგუფების გამოვლენა-შემცირება-განეიტრალების მიზნით განხორციელებული სამუშაოა.

პრიორიტეტულია, ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება, ინფორმაციის გაცვლის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა. რის დადასტურებაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში გახლავთ, ასევე აღსანიშნავია, „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, საქართველო ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით ძალიან დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორისაა, სადაც მინიმუმამდეა შემცირებული ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აღიკვეთა ის აქტივობები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებში სხვადსხვა დესტრუქციული განწყობების გაღვივებას ემსახურებოდა და ასევე გასული წლის 20 ივნისს თბილისში მიმდინარე მოვლენები, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემოს.

ხაზგასმულია, გაძლიერებული კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებთან და საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან 2019 წელს მიმდინარე თანამშრომლობა, მართლაც მისასალმებლია.

…და კიდევ ერთი ფრიად საყურადღებო და მნიშვნელოვანი საკითხი: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეზინფორმაციის კლასიკურ მაგალითად განიხილავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.“ მინდა შეგახსენოთ, რომ ლუგარის ცენტრზე შეტევა ჯერ კიდევ შარშან რუსეთის მედია საშუალებებით დაიწყო, რას სახის ეჭვები და ვარაუდები არ გამოითქვა ამ ცენტრის საქმიანობისა შესახებ, ამუშავდა საინფორმაციო ომის მანქანა…მაშინ საქართველომ მკაფიო პასუხი გასცა ამ ერთგვარ პროვოკაციას და უფრო მეტი ტრანპარენტულობის მიზნით „ლუგარში“ გაცნობითი ხასიათის ვიზიტიც კი შესთავაზა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს… თურმე ჯერ სადა ვართ, „ლუგარზე“ შეტევის მეორე ფაზა აგერ სააკაშვილმა გააგრძელა, როდესაც ჩვეული ვითომ აბნეულდაბნეული, სინამდვილეში კი სრულიად შეგნებული სისულელები ილაპარაკა ლუგარის ცენტრზე, თუ როგორ ჩაატარა „აფიორა“, თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს კვლევითი ცენტრი და ასე შემდეგ. მესამე ფაზა კი უკვე ზოგირთმა ე.წ. ოპოზიციურმა პარტიამ თუ ვითომ მედია საშუალებამ გააგრძელა, როდესაც არაერთხელ დააყენა ეჭვქვეშ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრისა თუ მათი ცნობილი უმაღლესი პროფესიონალიზმით გამორჩეული ექიმებისა და სპეციალისტების საქმიანობა….მგონი, დიდი ფიქრი არ არის საჭირო გავერკვეთ ვინ ვის ემსახურება და ვინ ვის წისქვილზე ასხამს წყალს,”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები